Thumbnail

ჰაკუჰომ ისევ საოცრად მოიგო - გამარჯვებულის გამოვლენას დიდი დრო დასჭირდა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

იანვრის ბაშოზე დაუმარცხებლად ასპარეზობს იმპერატორის თასის 41-გზის მფლობელი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. მონღოლი მე-4 დღეს აქამდე დაუმარცხებელ ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა. 26 წლის იაპონელი ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ დოჰიოს კიდეზე ჰაკუჰომ საოცრად შეიმაგრა თავი და ორივე სუმოისტი თითქმის ერთდროულად გადავარდა დოჰიოდან. მსაჯმა გამარჯვების ნიშნად ხელი იოკოძუნასკენ გაიშვირა, თუმცა საბოლოო ვერდიქტი ყველა მსაჯის თათბირის შემდეგ გამოიტანეს - ჰაკუჰოს გამარჯვება შეუნარჩუნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები