Thumbnail

'ეს მხოლოდ დასაწყისია' - FIFA ქართული ფეხბურთის შესახებ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რუსთავის ტექნიკური ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით გარდაიქმნა
  • FIFA ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებით კმაყოფილია

FIFA ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს საინტერესო მასალა მიუძღვნა. წერილი ქართული ფეხბურთის ისტორიის სათავეებით იწყება და მე-20 საუკუნის დასაწყისში ფოთში ჩასული ინგლისელი მეზღვაურების ამბავს ჰყვება.

ნახსენებია ისიც, რომ 1990 წლამდე ქართველი ვარსკვლავები საბჭოთა კავშირის სახელით ასპარეზობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს დინამიური და აქტიური წევრია. საქართველოში სპორტის უპირველესი სახეობა წლიდან წლამდე ვითარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე წელია ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, რაშიც FIFA თავისი პროგრამებით აქტიურად არის ჩართული. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია რუსთავის რეგიონალური ტექნიკური ცენტრის რეკონსტრუქციის დასრულება.

ასევე წაიკითხე:

ტექნიკური ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარდაიქმნა: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ენერგომომარაგება, დამონტაჟდა განათების სისტემა, გაკეთდა სრულფასოვანი საფეხბურთო მოედანი და აშენდა საერთო საცხოვრებელი კომპლექსი.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში არც საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებული ასპარეზობა გამორჩენიათ. ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველი იყო, რომელმაც უეფას ერთა ლიგოს გათამაშებაში გოლი გაიტანა, მოიგო და შემდეგ, D დივიზიონის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. FIFA-ში სჯერათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისე მომავალი თაობები მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევენ.

State-of-the-art floodlights and pitch accommodation help grow game in Georgia - ორიგინალი სტატია.

კომენტარები

ბოლო ამბები