Thumbnail

კისენოსატო წავიდა - იაპონიამ XXI საუკუნის ერთადერთი იოკოძუნა დაკარგა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
კისენოსატო გუშინ დოჰიოზე უკანასკნელად გავიდა

2019 წლის პირველი ბაშოს სტარტზე სამი ორთაბრძოლის უშანსოდ წაგების შემდეგ დიდმა ჩემპიონმა (იოკოძუნა) კისენოსატომ კარიერის დასრულება გამოაცხადა. მე-4 დღეს მის მეტოქე ნიშიკიგის გამარჯვება უბრძოლველად მიენიჭა. 

სუმოს ისტორიაში 72-ე იოკოძუნამ ვერაფრით დაიბრუნა ძველი ფორმა მას მერე, რაც 2017 წლის მარტში მეორედ მოიგო იმპერატორის თასი. მას მერე მან მხოლოდ 23 ორთაბრძოლა მოიგო. დოჰიოზე ბოლოს მან 8 მარცხი იწვნია ზედიზედ. იუტაკა ჰაგივარა (კისენოსატოს სახელი და გვარი) სუმოში რჩება, ის უმცროს მწვრთნელად იმუშავებს კლუბ ტაგონოურაში. მწვრთნელის რანგში მისი სახელი იქნება არაიშო.

კისენოსატო 1998 წლის მერე პირველი იაპონელი იოკოძუნა იყო. კისენოსატო 32 წლის იყო. მან 101 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა. იმპერატორის თასი მან 2-ჯერ მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები