Thumbnail

ტოჩინოშინი ყველა ბრძოლას აგებს! მეოთხე მარცხი ჰაცუ ბაშოზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს 'კოკუგიკანში' წლის პირველი სუპერტურნირის მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მონღოლ სეკივაკე ტამავაშის დაუპირისპირდა. მონღოლმა თავიდან ბოლომდე გააკონტროლა ორთაბრძოლა და ოშიდაშით იმარჯვა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი ტრავმით ასპარეზობს. მან ოთხივე ორთაბრძოლა წააგო და შესაძლოა, ბაშოზე ასპარეზობა ნაადრევად შეწყვიტოს (კიუჯო). ამით ოძეკის რანგს ჯერ არაფერი დაემუქრება - მისი დაცვა ლევანს მარტის ბაშოზე მოუწევს ქალაქ ოსაკაში. 

ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოჰოზანია. ურთიერთშეხვედრებში ქართველი სუმოისტი 14:6-ს იგებს.

ჯურიოს დივიზიონში მე-14 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-11 ნომერ ცურუგიშოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ქართველს 2-2 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-12 ნომერი ტაკეკაძე იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები