Thumbnail
  • ზაქარია ბეგლარიშვილი ჰონვედში იჯარით ითამაშებს
  • 'ესტონეთში უკვე ყველაფერი მოვიგე'

ბუდაპეშტის ჰონვედმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე ესტონური ფლორას გოლეადორი ზაქარია ბეგლარიშვილი სეზონის ბოლომდე უნგრული კლუბის ფეხბურთელი გახდა. 28 წლის ქართველი ლეგიონერი ბუდაპეშტში იჯარით ითამაშებს.

ზაქარიამ ესტონეთის ჩემპიონატში 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა! სულ კი ესტონეთის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 94 გოლი და 95 საგოლე პასია. 

"ვიცი, რომ ეს ფერენც პუშკაშის გუნდია, რომელიც მერე რეალში წავიდა. ძალიან კარგი ტრანსფერი გამომივიდა. პირველი შთაბეჭდილებები საუკეთესოა. ესტონეთში ყველაფერი მოვიგე, ახლა კი მინდა გოლები და საგოლე პასები ჰონვედის მაისურით მივითვალო. რამდენიმე კლუბმა გამოხატა დაინტერესება, მაგრამ ჰონვედი ყველაზე აქტიური იყო და აი, მეც აქ ვარ და გაზაფხულისთვის ვემზადები", - განაცხადა ზაქარიამ ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. 

ასე დაემშვიდობა ფლორა ბეგლარიშვილს

კომენტარები

ბოლო ამბები