Thumbnail
  • იასონ აბრამაშვილის წარმატება ზაგრებში
  • ტურნირში 12 ქვეყნის 50 სპორტსმენი ასპარეზობდა

14 იანვარს ზაგრებში (FIS-ის) საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სამთო-სათხილამურო სპორტში სლალომის შეჯიბრება ჩატარდა. საქართველოს ნაკრების წევრმა იასონ აბრამაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. 

შეჯიბრება ჰოლანდიელმა მაქს როზამ ვანმა მოიგო, მეორე ადგილზე კი ჩეხი მიხალ სტასზოვსკი გავიდა. იასონმა ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგი გაიმყარა. შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 50 სპორტსმენი ასპარეზობდა. ალექსი ბენიაიძე, სოსო და ბესარიონ ჯაფარიძეები სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები