Thumbnail

ჰაკუჰოს დრამატული ბრძოლა - იოკოძუნამ მეტოქე 1 წუთში წააქცია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაკუჰოსა და იჩინოჯოს დუელი დრამატული გამოვიდა
  • მონღოლმა იოკოძუნამ მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო პირველ მაეგაშირას, იჩინოჯოს შეხვდა და მეტოქე უვატენაგეთი დაამარცხა. ბრძოლა ერთ წუთს გაგრძელდა, რაც სუმოსთვის უჩვეულოდ დიდი დროა. ორივე სუმოისტმა ერთმანეთი დოჰიოს კიდემდე რამდენჯერმე მიიყვანა, მაგრამ დაპირისპირების გამარჯვებული მაინც ჰაკუჰო გახდა, რომელმაც 226-კილოიან მეტოქეს მოუგო და წლის პირველ ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

📺 ვიდეო: ჰაკუჰო V იჩინოჯო

ჰაკუჰო ბაშოს მეოთხე დღეს ჰოკოტოფუჯის შეხვდება, რომელიც ჰაცუ ბაშოზე ასევე დაუმარცხებელია. იჩინოჯო კი გოედიოს დაუპირისპირდება.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები