Thumbnail

ჰაცუ ბაშო | ტოჩინოშინის ზედიზედ მესამე მარცხი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი მარცხი მიოგირიუსთან
  • გაგამარუს მეორე გამარჯვება

ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" ჰაცუ ბაშოს მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბი მიოგირიუს შეხვდა. დაჯახების შემდეგ ქართველმა მეტოქე დოჰიოს კიდემდე მიიყვანა, მაგრამ მისი გაყვანა ვეღარ მოახერხა. შემდეგ მიოგირიუმ კონტრშეტევით იხეირა და ტოჩინოშინი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გაიყვანა. ლევან გორგაძეს 0-3 ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ მან ბაშოს დაწყების წინ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. 

ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტამავაში იქნება. 34 წლის მონღოლთან ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი აქვს - 16:9. 

ბაშოს მესამე დღეს იოკოძუნებიდან და ოძეკებიდან მხოლოდ ჰაკუჰომ მოიგო. სამი ოძეკიდან ორს - ტოჩინოშინსა და გოეიდოს 3-3 მარცხი აქვს, ტაკაიასუს კი - 2 (თუმცა ის გამარჯვებაც მსაჯების შეცდომის წყალობით მიენიჭა). სამივე მარცხი აქვს იოკოძუნა კისენოსატოს, 2 - კაკურიუს.

მიოგირიუ V ტოჩინოშინი • ჰაცუო ბაშოს მესამე რაუნდი

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 15 იანვარი, 2019

ჯურიოს დივიზიონის მე-14 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჩიონოუმის შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. გაგამარუს 2-1 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე ჯურიოს მე-11 ნომერი ცურუგიშო იქნება. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი წინაა - 4:3.

ჰაცუ ბაშო. III დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ნიშიკიგი ⚫ კაკურიუ (იორიკირი)

⚪ ტოჩიოძანი ⚫ კისენოსატო (იორიკირი)

⚪ ჰაკუჰო ⚫ იჩინოჯო (უვატენაგე)

⚪ მიოგირიუ ⚫ ტოჩინოშინი (იორიკირი)

⚪ ჰოკუტოფუჯი ⚫ ტაკაიასუ (ოკურიტაოში)

⚪ მიტაკეუმი ⚫ გოეიდო (სუკუინაგე)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ ტამავაში (ოშიდაში)

კომენტარები

ბოლო ამბები