Thumbnail
  • ბელგრადი 70:87 ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძე: 4 ქულა, 8 მოხსნა, 1 ბლოკი

ადრიატიკის ლიგის მე-15 ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა სტუმრად ბელგრადი დაამარცხა - 87:70. ქართველის გუნდი 15 გამარჯვებით მე-3 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში 4 გუნდი გადის. ეს ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ბუდუჩნოსტის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ადრიატიკის ლიგაზე. 21 იანვარს მონტენეგროს გუნდი მე-2 ადგილზე მყოფ ცედევიტას მასპინძლობს. 

რაც ბუდუჩნოსტში გადავიდა, ეს ბითაძის ყველაზე სუსტი თამაში იყო. ის არც ამჯერად იყო სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე მხოლოდ 14:34 წუთი გაატარა, რადგან 5 პერსონალური შენიშვნით გავარდა. ამ დროში მან 4 ქულა, 8 მოხსნა და 1 ბლოკი მოასწრო. 

კომენტარები

ბოლო ამბები