Thumbnail

რა ღონისძიებები გველის ამ კვირაში - LoL-ის ტურნირები იწყება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • მცირე შესვენების შემდეგ eSports ღონისძიებები გვიბრუნდება
  • მომდევნო კვირაში სამი მნიშვნელოვანი ტურნირი გველის

იმაზე საუბრით, რომ 2018 წელი ელექტრონული სპორტის ინდუსტრიისთვის შესანიშნავი იყო, არ დავიღლებით. მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად ყოველკვირეულად იმართებოდა საინტერესო ტურნირები და ჩვენ შევეცდებით, რომ 2019-ში არც ერთი მათგანი არ გამოგრჩეთ. წლის პირველ ორ კვირაში მნიშვნელოვანი eSports ღონისძიებები არ გამართულა, მაგრამ შესვენება დასრულდა და წინ საინტერესო ამბები გველის. 

მომდევნო კვირაში მსოფლიოს ორ რეგიონში იწყება League of Legends-ის ტურნირები - ევროპის ჩემპიონატი (LEC) და კორეის პირველობა (LCK). რა თქმა უნდა, არც პოლონეთში გასამართ CS:GO-ს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას დავივიწყებთ.

LoL - ევროპის ჩემპიონატი

League of Legends-ში ევროპის უმაღლესი რანგის ტურნირზე ბევრი რამ შეიცვალა. EULCS-ის რებრენდიგნის შედეგად ტურნირს LEC (League European Championship) დაერქვა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტურნირი 'ფრანჩიზების' სისტემაზე გადავიდა და გუნდებს დაქვეითება აღარ ემუქრებათ. ცხრა კვირიანი რეგულარული სეზონის მანძილზე პირველობისთვის ათი გუნდი იბრძოლებს, რომელთაგანაც ექვსი პლეი ოფში გავა. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდებს, გადამწყვეტი ეტაპის მიმდინარეობისას დასვენების საშუალება ექნებათ.

ევროოპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით გაიმართება

Excel, FC Schalke 04, G2, Misfits, Origen, Rogue, SK Gaming, Splyce, Vitality და შარშანდელი ჩემპიონი Fnatic - სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ ევროპაში საუკეთესოს ტიტულისთვის. ისინი პარასკეობით და შაბათობით თითო შეხვედრას გამართავენ. ტურნირის სრული განრიგის ხილვა აქ არის შესაძლებელი. მატჩები 18 და 19 იანვარს გაიმართება.

დაპირისპირებების ხილვა ამ ბმულზეა შესაძლებელი - https://www.twitch.tv/riotgames

LCK - კორეის ჩემპიონატი

არავის დაგვიწყებია, რომ კორეელებმა შინ გამართულ Worlds-ზე წარმატებას ვერ მიაღწიეს და ალბათ სწორედ ამიტომაც არის წლევანდელი LCK-ის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესი. კორეის პირველობის წარმომადგენლებს წლის მანძილზე ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი და აღნიშნულს ერთმანეთთან ორთაბრძოლებით დაიწყებენ.

კორეა წელს საუკეთესო რეგიონის სტატუსი დაბრუნებას ეცდება

LCK და LEC ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული ფორმატით ტარდება. კორეულ პლეიოფში ხუთი გუნდი იქნება. ჩემპიონობისთვის შემდეგი გუნდები იბრძოლებენ - Afreeca Freecs, DAMWON GAming, Gen.G, Griffin, Hanwha Life, Jin Air Green Wings, Kingzone DragonX, KT Rolster, Sandbox Gaming და SK Telecom T1. შეხვედრები 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

დაპირისპირებების ხილვა ამ ბმულზეა შესაძლებელი - https://www.twitch.tv/lck1

IEM Katowice - CS:GO

ამ კვირაში Counter-Strike-ც ბრუნდება და წლის პირველი 'მაინორ' ტურნირი IEM Katowice იქნება. ღონისძიებაში რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. გუნდები ტურნირის პირველ ეტაპზე ერთმანეთთან თითო შეხვედრას ითამაშებენ, ხოლო ჯგუფის პირველადგილოსნები საუკეთესოს ვინაობას სამ მატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევენ. ტურნირის სამი საუკეთესო გუნდი 'მეიჯორის' კვალიფიკაციას მოიპოვებს.

IEM KATOWICE წლის პირველი 'მაინორია'

ღონისძიებაზე Mousesports, Windigo Gaming, OpTic Gaming, North, Space Soldiers, ENCE eSports, Vallance და Team Vitality იასპარეზებენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 50,000 $-ია. ტურნირი 16 იანვარს დაიწყება და 20-ში დასრულდება.

დაპირისპირებების ხილვა ამ ბმულზეა შესაძლებელი - https://www.twitch.tv/esl_csgo

კომენტარები

ბოლო ამბები