Thumbnail
  • ხუთივე ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორები
  • კრიშტიანო რონალდო მაინც პირველია

ლა ლიგის პირველი წრე ლეო მესის მე-400 გოლით (435 მატჩში) დასრულდა. დღეიდან, არგენტინელი ევროპის ტოპ 5 ლიგებში პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთ ჩემპიონატში 400 გოლის გატანა შეძლო. გავეცნოთ ხუთივე ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორებს. საერთო ჩათვლაში მესის ერთი ფეხბურთელი უსწრებს. ვინ არის ის?

ბარსელონა 3:0 ეიბარი - მესის მე-400 გოლი ლა ლიგაში

ბარსელონა 3:0 ეიბარი - მესის მე-400 გოლი ლა ლიგაში

Posted by Silk Sport on კვირა, 13 იანვარი, 2019

ესპანეთი: ლიონელ მესი (2004-დან) - 400 გოლი

2014 წელს მესიმ ლეგენდარული ბასკის, ტელმო ზარას რეკორდი (251 გოლი ესპანეთის ჩემპიონატში) დაამხო. ამის შემდეგ, მესის "მეტოქე" თავადაა. კვირას ბარსელონამ ეიბარს 3:0 მოუგო, მეორე გოლი კი არგენტინელის კარიერაში მე-400 გამოდგა ლა ლიგაში. "მისი სტატისტიკა უკვე სტრატოსფეროში გაიჭრა. გასაოცარია, მაგრამ საქმე მხოლოდ გოლებში არაა. ის ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა მატჩის შემდეგ ერნესტო ვალვერდემ. 

სხვათა შორის, "მარკა" ჯიუტად არ უთვლის მესის 400 გოლს. გამოცემის აზრით, ლეომ ჯერ "მხოლოდ" 399 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში.

ინგლისი: ჯიმი გრივზი (1957-71) - 357 გოლი

ჯიმი გრივზის შედეგი ინგლისში ჯერ ვერავინ გააუმჯობესა

ჩელსის აღზრდილი, რომელმაც ამ კლუბში და შემდეგ ტოტენჰემში შესანიშნავად ითამაშა. ინგლისის ელიტაში მეტი გოლი არავის გაუტანია. სხვათა შორის ერთი წელი მან მილანშიც გაატარა, სადაც 14 მატჩში 9 გოლი გაიტანა. 

იტალია: სილვიო პიოლა (1929-54) - 274 გოლი

"ჯერაც არ ვიცი, რომელი ფეხით ურტყამს ის უკეთ", - თქვა იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ვიტორიო პოცომ მას მერე, რაც პიოლამ "სკუადრა აძურას" 1938 წლის მუნდიალი მოაგებინა. მას უხვად გაჰქონდა გოლები პრო ვერჩელიში, ლაციოში, ტორინოში, იუვენტუსში და ნოვარაში თამაშისას, თუმცა სერია A-ს ჩემპიონი ერთხელაც ვერ გახდა.

გერმანია: გერდ მიულერი (1965-79) - 365 გოლი

გერდ მიულერს გოლები ლეოსა და კრიშტიანოს 'გრაფიკით' გაჰქონდა

Der Bomber-მა თითქმის შეუძლებელი სიმაღლის თამასა დაუსახა ბუნდესლიგის ბომბარდირებს - მან 365 გოლი გაიტანა სულ რაღაც 427 მატჩში. 1974 წელს სწორედ მისმა დარტყმამ მოაგებინა გერმანიას მუნდიალი. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ ბაიერნი გრანდი გახდა. "რომ არა გერდის გოლები ჩვენ ისევ ზებენერ შტრასეს ქოხში ვიმუშავებდით", - ეს ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებია. 

საფრანგეთი: დელიო ონისი (1971-86) - 299 გოლი

დაიბადა იტალიაში და გაიზარდა არგენტინაში, სადაც "ელ ტანო" (იტალიელი) შეარქვეს. ის დარწმუნებულია, რომ მისი რეკორდი საფრანგეთში დიდხანს გაძლებს, რადგან ახლა 10 სეზონი ერთ ლიგაში იშვიათი შემთხვევაა. სხვათა შორის, მას არც იტალიის ნაკრებში უთამაშია და არც არგენტინისაში.

სხვა ქვეყნების ჩემპიონატების გოლეადორები

პორტუგალია: ფერნანდო პეიროტეუ (1937-49) - 332 გოლი

ბელგია: ალბერტ დე კლეინი (1932-55) - 377 გოლი

თურქეთი: ჰაქან შუკური (1987-2008) - 249 გოლი

ჰაქან შუკური

მესი ამ სამეულს უნდა დაეწიოს

ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების ისტორიაში მესიზე მეტი სამ ფეხბურთელს აქვს გატანილი - ჩეხეთის (ჩეხოსლოვაკია) ჩემპიონატში იოზეფ ბიკანს (500), ჯიმი მაკგრორის შოტლანდიაში (410) და სტიეპან ბობეკს (იუგოსლავია/სერბეთი/ხორვატია) - 403. ბოლო ორს მესი ძალიან მალე გაუსწრებს. 

და მაინც... კრიშტიანო

კრიშტიანომ ევროპის ტოპ 5 ლიგებში 409 გოლი გაიტანა

მართალია, ევროპის ტოპ 5 ლიგებში, მესი ესპანეთის ჩემპიონატის მთავარი ბომბარდირია, მაგრამ ჯამში ამ ხუთი ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი არის მისი მუდმივი კონკურენტი კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელს ევროპის ტოპ 5 ლიგებში 409 გოლი აქვს გატანილი (სულ პორტუგალიის ჩათვლით 412). ესპანეთში - 311, ინგლისში - 84, იტალიაში - 14.

ასე რომ, რონალდო ლეოს 9 გოლით უსწრებს, მაგრამ არგენტინელის უპირატესობა ისაა, რომ თითქმის 2.5 წლით უმცროსია პორტუგალიელზე და მაღალ დონეზე დარჩენის მეტი შანსი აქვს. 

გამოკითხვა

ვინ გახდება ბუნდესლიგის ბომბარდირი?

  • რობერტ ლევანდოვსკი
  • მარკო როისი
  • ტიმო ვერნერი
  • კევინ ფოლანდი
  • მარიო გომესი
  • ანდრეი კრამარიჩი
  • სანდრო ვაგნერი
  • სხვა ფორვარდი

კომენტარები

ბოლო ამბები