Thumbnail

'შერკინებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს' - ჟვანიას კონტრაქტი გაუხანგრძლივეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისის ნაკრების მორაგბემ ვასპსი დატოვა
  • ზურა ჟვანიამ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ნაკრების მორაგბემ მეტ მულანმა ვასპსი დატოვა. ზურა ჟვანიამ კი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 'ბორჯღალოსანი' ვასპსში 2020 წლამდე ითამაშებს. ზურა ინგლისურ კლუბში ზაფხულში მივიდა და ტრავმირებული მულანი სრულფასოვნად შეცვალა. ჟვანია პრემიერშიფში ერთ-ერთი გამორჩეულია.

მან ვასპსში უკვე 15 მატჩის გამართვა მოასწრო. ჟვანია ინგლისურ კლუბში გადასვლამდე სტად ფრანსეს ღირსებას იცავდა. მან 6 სეზონის განმავლობაში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. სტად ფრანსესთან ერთად TOP 14 და ჩელენჯ ქაფი მოიგო.

ზურა ჟვანია: 'ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. ვასპსში კარგი გარემოა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კლუბს უახლოეს მომავალში წარმატების მიღწევაში დავეხმარო.'

ჟვანიას წარმატებული სტარტსა და მეტ მულანის გაშვებაზე კლუბის დირექტორმაც ისაუბრა.

დაი იანგი: ' რა თქმა უნდა, მულანის დაკარგვა წინა სეზონში დიდი დარტყმა იყო, თუმცა ჟვანია კლუბში მოვიდა და დიდი სამუშაო გასწია. ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ეჭვგარეშეა, რომ ის ჩვენს შერკინებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. კლუბი მეტ მულანს მადლობას უხდის იმ ხუთი სეზონისთვის, რომელიც ჩვენს რიგებში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები