Thumbnail

ეფექტური ფინტი - ჟირონას მეკარემ ზიდანის მოძრაობა გაიმეორა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლა ლიგამ მაროკოელი მეკარის ფინტი გამოარჩია
  • ბონოს თამაშიც ალისონიც აღფრთოვანდა

ლა ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი ჟირონასა და ალავესს შორის ბევრი კარგი მომენტით იყო გამორჩეული. კრისტიან სტუანიმ ალავესის კარში სუპერგოლი გაიტანა, მას არც ალავესის შემტევი ბორხა ბასტონი ჩამორჩა და მანაც ლამაზი გოლით გამოიჩინა თავი. შეხვედრაში ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო. ერთ-ერთი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც გამოარჩია.

მასპინძელთა მაროკოელმა მეკარემ იასინ ბონომ ალავესის შემტევი ხონათან კალერი ეფექტური მოძრაობით მოატყუა და ბევრს ზინედინ ზიდანის მოძრაობა გაახსენა. ლა ლიგის ოფიციალური გვერდი ამ მომენტს ასე გამოეხმაურა: 'ზიდანი? კრუიფი? არა - იასინ ბონო'.

27 წლის მაროკოელმა მეკარემ ჟირონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

ბონოს მოძრაობას ალისონიც გამოეხმაურა. ლივერპულის მეკარეს ხშირად გაურისკავს ასეთ მომენტებში და შემტევებიც მოუტყუებია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები