Thumbnail

კარდიფიდან ქუთაისში - ფეიქრიშვილი დიდ 10-ში ითამაშებს

  • საქართველოს ნაკრების მორაგბე კარიერას დიდ 10-ში აგრძელებს
  • ანტონ ფეიქრიშვილი აიაში სეზონის ბოლომდე დარჩება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. ანტონი დიდ 10-ში იასპარეზებს და ქუთაისის აიას ღირსებას დაიცავს. ფეიქრიშვილი ქუთაისურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება. აიას ასეთი გამოცდილი მორაგბე დიდ დახმარებას გაუწევს.

ანტონ ფეიქრიშვილი: 'აიაში სეზონის ბოლომდე ვითამაშებ. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგო გუნდთან ერთად. გუნდში ბოლომდე დავიხარჯები. თუ საჭირო იქნება, ჩემს გამოცდილებასაც გავუზიარებ თანაგუნდელებს.'

ფეიქრიშვილი ბოლოს კარდიფ ბლუზის ღირსებას იცავდა. 'ბორჯღალოსანს' მანამდე კასტრში, ბრივსა და ალსტერში უთამაშია. დიდი 10-ის მეორე წრე 25 იანვარს განახლდება. აია 'შევარდენზე' არმაზს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები