
ჰაცუ ბაშოს მეორე დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა წააგო. სამაგიეროდ, დიდმა ჩემპიონმა დიდი ბრძოლა შემოგვთავაზა. მონღოლი ჰაკუჰო ერთადერთია 6 დიდ ჩემპიონსა და ჩემპიონს შორის, რომელიც დაუმარცხებელია იანვრის ბაშოზე.
დღის ბრძოლები ტოჩინოშინის თანაკლუბელის ტოჩიოძანისა და ჰაკუჰოს ორთაბრძოლით დასრულდა. 41-გზის იმპერატორის თასის მფლობელი ბრძოლისას თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ზურგით დოჰიოს კიდეზე, ტოჩიოძანს ერთი ხელისკვრა აშორებდა გამარჯვებას, მაგრამ არა - იოკოძუნა 150-კილოიანი ადამიანისთვის წარმოუდგენელი მოძრაობის წყალობით გამოძვრა და გამარჯვება ჩაიწერა.
მეტი ამ თემაზე:
კომენტარები