Thumbnail

ALL STAR SUMO - ნახეთ, როგორ მღერის სუმოს ჰიმნს გაგამარუ იაპონურად

ჰაკი ოი - ამ ტერმინს მსაჯი სუმოს ორთაბრძოლებისას იყენებს. ამასთან ერთად NSK-ს შექმნილი "სუმოს ჰიმნია", რომლის მიზანი თავიდან სუმოს პრომოუშენი და მისი პოპულარიზაცია იყო, განსაკუთრებით ბავშვებში. ელიტის სუმოისტებმა ერთობლივად ჩაწერეს კლიპი "ჰაკიოის" შესრულებით, რომელიც ძალიან გაგამხიარულებთ.  

ამ იაპონურ სიმღერას შესანიშნავად ასრულებს ქართველი რიკიში გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც კლიპის ერთ-ერთი "სოლისტია". კლიპში მონაწილეობენ ჰაკუჰო, კაკურიუ და სხვა მრავალი ცნობილი რიკიში. სამწუხაროდ, მათ რიგებში არ არის ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე).  

კომენტარები

ბოლო ამბები