Thumbnail

AO | დრამატული დუელი - ენდი მარი პირველივე წრეში დამარცხდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
  • ტრავმით გაწამებულმა ბრიტანელმა 5-სეტიანი დრამა წააგო

შესაძლოა, ენდი მარიმ დღეს უკანასკნელად ითამაშა დიდი ჩოგბურთი…

რობერტო ბაუტისტა აგუტი

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რომელიც ტრავმებმა გატანჯეს და კარიერის დასრულებას აპირებს, ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. 31 წლის მარი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. დაპირისპირება 4 საათსა და 14 წუთს გრძელდებოდა - 5-სეტიანი ბრძოლის შედეგი ასეთია: 4:6, 4:6, 7:6, 7:6, 6:2 ბაუტისტა აგუტის სასარგებლოდ.

როგორც ანგარიშიდანაც ხედავთ, ენდი მარიმ პირველი ორი სეტი წააგო, მაგრამ უდიდესი მონდომება გამოავლინა, თამაშში დაბრუნდა და გამარჯვებულის გამოსავლენად მეხუთე სეტი გახდა საჭირო, სადაც შოტლანდიელს ძალები აღარ ეყო.

ენდი მარი თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარიმ ემოციური პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტრავმით გამოწვეული აუტანელი ტკივილების გამო იძულებულია, კარიერა დაასრულოს. მან აღნიშნა, რომ მაქსიმუმ უიმბლდონამდე მოითმენს, თუმცა, შესაძლოა, ჩოგბურთიდან ახლავე წავიდეს.

🏸 როჯერ ფედერერმა (3) უზბეკი დენის ისტომინი (101) სამ სეტში, 6:3, 6:4, 6:4 დაამარცხა და მეორე რაუნდშია, სადაც დენიელ ევანსს (189) შეხვდება.

📺 ყველაზე ემოციური მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები