Thumbnail

მერაბ შარიქაძის გამარჯვების ლელო ანგულემთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ორიაკი 13:10 ანგულემი
  • მერაბ შარიქაძის გამარჯვების ლელო ანგულემის წინააღმდეგ

PRO D2-ის მე-17 ტურის შეხვედრაში მერაბ შარიქაძის ორიაკმა ანგულემს უმასპინძლა და მეტოქეს 3 ქულით, 13:10 აჯობა. ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა: მერაბ შარიქაძემ და გიორგი ცუცქირიძემ, ხოლო ცვლილებაზე გიორგი ჯავახია და ბექა საღინაძე შევიდნენ. ანგულემში სასტარტო შემადგენლობაში შალვა სუთიაშვილი იყო, ხოლო სათადარიგო სკამიდან შეხვედრაში ზაურ თევდორაშვილი ჩაერთო.

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მატჩის 32-ე წუთზე ანგულემს ლელო დაუდო. ეს იყო მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი. ორიაკმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მეორე ტაიმში გაშვებული ლელოს მიუხედავად, მატჩი მოიგო.

ორიაკს 34 ქულა დაუგროვდა და მე-11 ადგილზეა. ანგულემი 40 ქულით მეშვიდეა და პლეი ოფის ზონაში შესასვლელად 8 ქულა სჭირდება.

მერაბ შარიქაძის ლელო ანგულემის ჩათვლის მოედანში

მერაბ შარიქაძის ლელო ანგულემის ჩათვლის მოედანში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 13 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები