Thumbnail

'ზინედინ ზიდანი მართალი იყო' - რა იყო რეალიდან მისი წასვლის ნამდვილი მიზეზი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა საინტერესო ამბავი გაამჟღავნა
  • ფრანგი სპეციალისტი ბეილის გაყიდვას და რონალდოს შენარჩუნებას აპირებდა
  • მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ ზინედინ ზიდანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

მადრიდის რეალის ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა ჟურნალისტებთან საუბარში ის მიზეზი დაასახელა, რის გამოც ზინედინ ზიდანმა 2017/18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

"ზიდანს გარეთ ბეილის გაყიდვა და კრიშტიანო რონალდოს შენარჩუნება სურდა. მწვრთნელს უნდოდა, რომ ფეხბურთელების შეძენასა და გაყიდვაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ არ შეუსრულა მოთხოვნა და წასვლა ამიტომაც გადაწყვიტა. მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში ზიდანი მართალი იყო", - აქვეყნებს კალდერონის ნათქვამს AS.

67 წლის რამონ კალდერონს რეალის პრეზიდენტის თანამდებობა 2006-09 წლებში ეკავა

რეალმა კრიშტიანო რონალდო 2018 წლის ზაფხულში 110 მილიონ ევროდ ტურინის იუვენტუსში გაყიდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა, გარეტ ბეილის ანგარიშზე კი ესპანური პრიმერას 15 შეხვედრაში 4 გოლია.

მეტი ამ თემაზეშეთქმულება რონალდოს წინააღმდეგ - მის უკან რეალი და პერესი დგანან!

ზინედინ ზიდანი რეალში მთავარი მწვრთნელის რანგში 2016 წლის იანვრიდან მუშაობდა. 46 წლის ფრანგმა გუნდს ლა ლიგა (2016/17) და ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები