Thumbnail

სებალიოსის გადამწყვეტი ჯარიმა! რეალმა ბეტისს ბოლო წუთზე მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბეტისი 1:2 მადრიდის რეალი
  • რეალმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი დაიბრუნა

ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩში ბეტისმა მადრიდის რეალს 'ბენიტო ვილამარინზე' უმასპინძლა და 1:2 წააგო. ანგარიში მე-13 წუთზე ლუკა მოდრიჩმა გახსნა. ხორვატმა ბრწყინვალე დარტყმით შეძლო სამეფო კლუბის დაწინაურება. მადრიდელებმა პირველი ნახევარი 1:0 მოიგეს.

ბეტისმა მეორე ტაიმში გაათანაბრა, სერხიო კანალესმა კეილორ ნავასს აჯობა და წონასწორობა აღადგინა. კანალესი რეალს ორი წელი ეკუთვნოდა, ის სანტანდერის რასინგიდან შეიძინეს, რის შემდეგაც ვალენსიაში გაყიდეს.

რეალმა მაინც მოიგო. მატჩის 88-ე წუთზე დანი სებალიოსმა ჯარიმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რეალმა 2:1 მოიგო, მადრიდელებს 33 ქულა დაუგროვდათ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი დაიბრუნეს.

რეალი მეორე წრეს სევილიასთან მატჩი იწყებს, რომელსაც ასევე 33 ქულა აქვს და რეალს მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს.

დღის სხვა მატჩები

ბილბაო 2:0 სევილია

ატლეტიკო 1:0 ლევანტე

 

კომენტარები

ბოლო ამბები