Thumbnail

მესის მე-400 გოლი ლა ლიგაში! ბარსელონამ ეიბარი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონა პირველი წრის ჩემპიონია
  • ლიონელ მესიმ ლა ლიგაში მე-400 გოლი გაიტანა

ლა ლიგის პირველი წრის ბოლო ტურში ბარსელონამ ეიბარს 3:0 მოუგო. კატალონიელებმა პირველ წრეში 13 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 მატჩშიც დამარცხდნენ. ბარსელონამ ეიბარს პირველი გოლი მე-19 წუთზე გაუტანა. კოუტინიოს გადაცემის შემდეგ ლუის სუარესმა სეზონში მეცამეტედ გამოიჩინა თავი. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ეიბარს ზედიზედ მეექვსე მატჩში გაუტანა. ვალვერდეს გუნდმა პირველი ნახევარი 1:0 მოიგო.

შეხვედრის მეორე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. არგენტინელმა ასიერ რიესგოს შანსი არ დაუტოვა და ლა ლიგაში მე-400 გოლი გაიტანა. ბარსელონამ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

მატჩის საბოლოო ანგარიში ლუის სუარესმა დააფიქსირა, რომელმაც სერხი რობერტოს გადაცემით ისარგებლა და სეზონში მე-14 გოლი გაიტანა. ბარსელონას 43 ქულა დაუგროვდა, კატალონიური კლუბი უახლოეს მდევარს, მადრიდის ატლეტიკოს ხუთი ქულით უსწრებს და მეორე წრეს 20 იანვარს, ლეგანესის წინააღმდეგ დაიწყებს.

დღის სხვა მატჩები

ატლეტიკო 1:0 ლევანტე

ბილბაო 2:0 სევილია

კომენტარები

ბოლო ამბები