Thumbnail

ჰაცუ ბაშო | ტოჩინოშინმა ისევ წააგო! ქართველი ოძეკი აშკარად ცუდ ფორმაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიშიკიგის უვატენაგე ტოჩინოშინის წინააღმდეგ
  • გაგამარუ სოკოკურაისთან ჰატაკიკომით დამარცხდა
ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინს "წლის ჩემპიონის" თასი გადასცეს

ტოკიოს დარბაზ 'კოკუგიკანში' 2019 წლის პირველი ბაშოს მეორე დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მეორე დღეს მე-2 მაეგაშირა ნიშიკიგის შეხვდა.

იუხედავად იმისა, რომ ბრძოლისას ქართველს უკეთესი პოზიცია შეექმნა, მეტოქის მავაში ხელთ იგდო, თუმცა ნიშიკიგიმ ის დოჰიოდან იოლად გაიყვანა. ტოჩინოშინს 0-2 ბალანსი აქვს და ტრავმის გამო სუსტად ასპარეზობს.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე კომუსუბი მიოგირიუ იქნება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი სუმოისტი წინაა - 12:7. ამ ბაშოზე მიოგირიუს 0-2 ბალანსი აქვს.

ბაშოს ორი დღის შემდეგ დიდი ჩემპიონების და ჩემპიონების რიგებიდან (სულ 6) მხოლოდ მონღოლი ჰაკუჰოა დაუმარცხებელი. 

ტოჩინოშინი V ნიკიშიგი • 2019 წლის ჰაცუ ბაშოს მე-2 რაუნდი

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 14 იანვარი, 2019

ჯურიოს დივიზიონის მე-14 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჩინელ სოკოკურაის შეხვდა. მძიმეწონოსანი ქართველი ამჯერად, ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა. გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ის რეიტინგით უკანასკნელია ჯურიოს დივიზიონში ამიტომ მხოლოდ დადებითი ბალანსი შეუნარჩუნებს ელიტარული რიკიშის სტატუსს. 15 იანვარს ის 26 წლის ჩიონოუმის ხვდება. 

ჰაცუ ბაშო. II დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ჰაკუჰო ⚫ ტოჩიოძანი (ცუკიოტოში)

⚪ მიტაკეუმი ⚫ კაკურიუ (ოშიდაში)

⚪ იჩინოჯო ⚫ კისენოსატო (ჰატაკიკომი)

⚪ ჰოკუტოფუჯი ⚫ გოეიდო (ოშიდაში)

⚪ ნიშიკიგი ⚫ ტოჩინოშინი (უვატენაგე)

⚪ ტაკაიასუ ⚫ მიოგირიუ (ოშიდაში)

⚪ ტამავაში ⚫ შოდაი (ოშიდაში)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ შოჰოზანი (ოშიდაში)

კომენტარები

ბოლო ამბები