Thumbnail

79 წლის ასაკში! ჯოვანი ტრაპატონიმ ინსტაგრამი აღმოაჩინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინსტაგრამი მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის
  • ამას ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ამტკიცებს

ვინც ფიქრობს, რომ სოციალური ქსელები მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა, ცდება. ამის უახლესი მაგალითი ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონია - 79 წლის ტრაპი ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და ტვიტერზე გამოჩნდა!

17 მარტს ტრაპატონი 80 წლის ხდება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უბერებელია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე თავისი კარიერის ფოტოებს და გამონათქვამებს აქვეყნებს.

“სოციალური მედია დამეხმარება, რომ ახალი ურთიერთობები დავამყარო და გულშემატკივრებს სპორტის ღირებულებები შევახსენო. მიუხედავად იმისა, რომ მალე 80 წლის ვხდები, მიმაჩნია, რომ არ დავბერებულვარ. ადამიანმა ცხოვრებაში ორ რამეზე არ უნდა თქვას უარი - სწავლაზე და სიცილზე,” - განაცხადა ტრაპატონიმ “ლა რეპუბლიკასთან” ინტერვიუში.

ტრაპის უფროსი ქალიშვილის ვაჟი კომუნიკაციების ექსპერტია და სწორედ მან დაარწმუნა ბაბუა, რომ ინსტაგრამის გვერდი გაეკეთებინა. მერე კი, ტრაპატონიმ ფეისბუქისა და ტვიტერის გვერდების გახსნაც გადაწყვიტა.

“ჯოვანი ტექსტებს თვითონ წერს, მე კი ფოტოების დამუშავებაში ვეხმარები. ისე კი, თითქმის ყველაფერს თვითონ აკეთებს. მოკლე ვიდეოებიც ერთად გავაკეთეთ. თავიდან მომხმარებლებს არ სჯეროდათ, რომ ეს ნამდვილად ჯოვანი ტრაპატონის გვერდი იყო. აღმოჩნდა, რომ ხალხს ჯოვანი ჯერ კიდევ ძალიან უყვარს,” - ამბობს ტრაპის შვილიშვილი.

ტრაპის ინსტაგრამის გვერდს ამ დროისთვის 75 000 გამომწერი ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები