Thumbnail

შუქი წავიდა! ესპანეთისა და უეფას გუნდების მატჩი 10 წუთით შეწყდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უკრაინის ნაკრებმა ჯგუფში ორივე მატჩი მოიგო
  • ბ ჯგუფიდან ნახევარფინალში უკრაინა და ესპანეთი გავიდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს ზამთრის თასის გათამაშების ლეგენდების ტურნირი. ბ ჯგუფში ესპანეთის ნაკრები და უეფას გუნდები ეთამაშებოდნენ ერთმანეთს, როდესაც დარბაზში შუქი ჩაქვრა. თამაში დაახლოებით 10 წუთში განახლდა.

მატჩი ესპანელთა სასარგებლოდ დასრულდა, 2:0. ბ ჯგუფში პირველი ადგილი არავის დაუთმო უკრაინის ნაკრებმა, რომელმაც ესპანეთი 5:0 დაამარცხა, ხოლო უეფას გუნდი - 6:0. შესაბამისად, ნახევარფინალში უკრაინის და ესპანეთის ნაკრებები გავიდნენ.

ბ ჯგუფის გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით იასპარეზეს:

უკრაინის ნაკრები

ოლეჰ სობუცკი, ვოლოდიმირ პავლენკო, დმიტრო შაპოვალი, კოსტანტინ ბერეჟნი, ანდრო მაიოროვი, ვალენტინ გრუზდიევი, სერგი ნაგორნიაკი, ბოგდან შერშუნი, ვოლოდიმირ ბონდარენკო, ვიტალი რევა, ანდრო დონეცი, სერგი ნაზარენკო, ედუარდ ციხმეისტრუკი, ვასილ რაცი, იური მაკსიმოვი, ანდრი ვორობიევი, ვიტალი მანძიუკი, იჰორ ციჰანიუკი.

ესპანეთის ნაკრები

ხუან სანჩესი, ივან კამპო, ხოსე ამავისკა, პედრო კონტრერასი, ლუის მილა, რობერტო ფერნანდესი, ვიქტორ სანჩესი, კატანია, ხუან კარლოს მორენო, ვისენტე ენგონგა.

უეფას გუნდი

მილენკო აჩიმოვიჩი, ჟან-ფრანსის დომერგი, იოან ლუპესკუ, ნოელ მუნი, ოლივიე დოლია, იოზეფ ზაჰორსკი, იანიკ რაბუ, ჯასტინ ნანგმო, ნაჯიბ ელ ომარი, კრისტიან კარბონელი, ერიკ ბოატენგი, კევინ ლამური.

 

კომენტარები

ბოლო ამბები