Thumbnail
  • 📅 13 იანვარი | ⌚ 20:30 | ⚽ ტოტენჰემი V ლივერპული
  • სოლსკიაერის პირველი დიდი მატჩი!

ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაშვების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით, სეზონის ბოლომდე კლუბის ნორვეგიელი ვეტერანი - ოლე გუნარ სოლსკიაერი დანიშნა. ოლე სერ მეტ ბასბის შემდეგ გახდა პირველი იუნაიტედის მწვრთნელი, რომელმაც პირველი 5 თამაში მოიგო...

სოლსკიაერმა ნიუკასლთან გასვლაზე მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დარჩენა სურს. თუმცა კლუბი მის შემცვლელს მაინც ეძებს, მკაფიოდ მხოლოდ ერთადერთი მწვრთნელის სახელი და გვარი გაისმის, იმის, ვისაც სოლსკიაერი დღეს საღამოს დაუპირისპირდება - მაურისიო პოჩეტინო.

"შესანიშნავად მუშაობს სუპრსში, ადვილია შემტევი ფეხბურთის თამაში, როდესაც სწორად შერჩეული ფეხბურთელები გყავს..." აქებდა სოლსკიაერი პოჩეტინოს. "ჯერ მხოლოდ ქვედა ათეულის გუნდებთან გვაქვს მოგებული მატჩები და ტოტენჰემთან დაპირისპირება პირველი დიდი ტესტი ინქნება..."

ტოტენჰემი გასულ კვირას მუსა დემბელემ დატოვა, რომელიც კარიერიას ჩინეთის სუპერლიგაში განაგრძობს. ბელგიელი ერთდროს პოჩეტინოს გუნდის შეუცლველი წევრი იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში დემებელს ტრავმებმა შეუშახლა ხელი და პრემიერლიგის მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ერიკ დაიერი და ვიქტორ ვანიამაც ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ, რის გამოც არგენტინელმა ახალი ცენტრალური ზონა ჰარი უინკსით, სისოკოთი და გამოუცდელი ოლივერ სკიპით დააკომპლექტა. უინკსი და სისოკო კარგად შეთამაშდნენ, თუმცა ჩელსისთან მატჩში უკვე დაღლა ეტყობოდათ.

საინტერესო ფაქტები

► ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია წელს პრემიერლიგაში, ვისაც ფრე არ უთამაშია...

► ფრე ასევე არ დაფიქსირებულა ამ გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებაში...

► რაც გუნდს სოლსკიაერი ხელმძღვანელობს, იუნაიტედი თამაშში მინიმუმ 2 გოლს იტანს...

► ბოლო 5 მატჩში ტოტენჰემის საშუალო გოლების მაჩვენებელი - 3.0 უდრის...

► ამ გუნდების ბოლო ექვს დაპირისპირებაში საშუალოდ 4.17 ყვითელი ბარათი დაფიქსირდა...

კომენტარები

ბოლო ამბები