- წლის პირველი ბაშო ტოკიოში დაიწყო
- ტოჩინოშინი ჰოკუტოფუჯის წინააღმდეგ

ტოკიოს დარბაზ 'კოკუგიკანში' 2019 წლის პირველი ბაშო დაიწყო. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) პირველ დღეს დასავლეთის მეორე მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა. სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტი, რომელიც ტრავმით ჭიდაობს, მძლავრი ოშიდაშით დამარცხდა.
14 იანვარს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა ნიშიკიგის ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს. პირველ დღეს ნიშიკიგიმ ოძეკი გოეიდო დაამარცხა.
წლის პირველი დღე სენსაციური გამოდგა - თავიანთი ორთაბრძოლები წააგეს ოძეკებმა, სამივე დამარცხდა - ტოჩინოშინი, გოეიდო და ტაკაიასუ. წააგო ასევე იოკოძუნა კისენოსატომაც, რომელსაც კომუსუბის რანგში დაქვეითებულმა მიტაკეუმიმ აჯობა.
ჯურიოს დივიზიონის მე-14 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მონღოლ კირიბაიამას შეხვდა. ქართველმა სუმოისტმა ოშიტაოშის ილეთით გაიმარჯვა. ბაშოს მეორე დღეს გაგამარუ ჩინეთის წარმომადგენელ სოკოკურაის ეჭიდავება.
ჰაცუ ბაშო. I დღე
მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები
⚪ მიტაკეუმი ⚫ კისენოსატო (ოშიდაში)
⚪ ჰაკუჰო ⚫ მიოგირიუ (ჰატაკიკომი)
⚪ კაკურიუ ⚫ ტოჩიოძანი (ცუკიდაში)
⚪ იჩინოჯო ⚫ ტაკაიასუ (ცუკიდაში)
⚪ ნიშიკიგი ⚫ გოეიდო (უვატენაგე)
⚪ ჰოკუტოფუჯი ⚫ ტოჩინოშინი (ოშიდაში)
⚪ ტაკაკეიშო ⚫ შოდაი (ცუკიდაში)
⚪ ტამავაში ⚫ შოჰოზანი (ცუკიოტოში)
კომენტარები