Thumbnail

ჩელსიმ ნიუკასლს პედროსა და ვილიანის ლამაზი გოლებით მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩელსიმ ნიუკასლს ამ სეზონში ორივე მატჩი მოუგო
  • ლონდონელებმა ოთხეულში ადგილი გაიმყარეს  

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში ლონდონის ჩელსიმ ნიუკალს უმასპინძლა და 2:1 მოიგო. რაფა ბენიტესმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერი შეძლო და ამ სეზონში მეთორმეტედ წააგო. ნიუკასლი გასავარდნ ზონაშია, ესპანელი მწვრთნელის გუნდმა ჩელსისთან ამ სეზონში ორივე მატჩი დათმო.

'არისტოკრატებმა' სწრაფი გოლი გაიტანეს, დავიდ ლუიზის გადაცემის შემდეგ პედრომ ბურთი კარგად დაამუშავა და დუბრავკას გაუტანა. ნიუკასლმა მე-40 წუთზე გაათანაბრა, კირან კლარკმა თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა. ჩელსიმ მაინც მოიგო, ვილიანმა მეორე ნახევრის 52-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით შეძლო მატჩის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება - 2:1.

გოლამდე რამდენიმე წამით ადრე

ჩელსიმ ნიუკასლს პირველ წრეშიც 2:1 მოუგო. ლონდონურმა კლუბმა ამ სეზონში მე-14 გამარჯვება იზეიმა და 47 ქულით ოთხეულში ადგილი გაიმყარა. ჩელსი მომდევნო ტურში არსენალს შეხვდება, რომელიც თანაქალაქელ კლუბს 6 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები