Thumbnail

მორიგი ღონისძიება Bootcamp-ში - CS:GO-ს ტურნირის გამარჯვებული 3x3=25 გახდა

  • გეიმრუმმა Boot Camp CS:GO-ს ტურნირს უმასპინძლა
  • ღონისძიებაში მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო

სულ ცოტა ხნის წინ 'გეიმრუმმა' Boot Camp ჟურნალისტებს შორის გამართულ FIFA 19-ის ტურნირს უმასპინძლა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ eSports ტურნირები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. სწორედ ამის დასტურად, Boot Camp-მა მსოფლიოში ყველაზე ტრადიციული 'შუთერის', CS:GO-ს ტურნირი ჩაატარა.

ახლადგახსნილ ლოკაციაზე გამართულ დაპირისპირებაში რვა გუნდი ჩაერთო - Cyber. GG, Dreamers, ARGVELODIT?, 3x6=25, GEFRAG, Deus EX, Goda Tm და Svarovski. ტურნირის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპები 2018 წლის 30 დეკემბერს გაიმართა, ხოლო ფინალური დაპირისპირება კი 4 იანვარს შედგა.

გეიმერები Boot Camp-ში

დასკვნით შეხვედრებში ერთმანეთს Cyber.GG და 3x6=25 დაუპირისპირდნენ და შეკრებილ საზოგადოებას დაძაბული და სანახაობრივი მატჩები შესთავაზეს. გუნდებმა სამი რუკა ითამაშეს და გამარჯვება (2:1) 3x6=25-ს დარჩა. პირველი რუკა Inferno იყო, სადაც მომავალმა ჩემპიონებმა 16-8 იმარჯვეს. შემდეგი დაპირისპირება Dust 2-ზე გაიმართა. Cyber.GG წაგების შემთხვევაში ჩემპიონობის შანსს კარგავდა, ამიტომ ხუთეულმა სრული მობილიზაცია მოახდინა და მეორე რუკა 16-6 მოიგო. ყველაზე საინტერესო და დაძაბული Mirage-ზე გამართული შეხვედრა გამოდგა. გუნდები თანაბრად თამაშობდნენ, თუმცა ხანგრძლივი ბრძოლის მიწურულს უპირატესობა 3x6=25-მა მოიპოვა და მეტოქეს 25-22 აჯობა.

Mirage-ზე გამართული გადამწყვეტი დაპირისპირება ყველაზე დაძაბული გამოდგა

პირველ ადგილოსან გუნდს საპრიზო თანხიდან 1000 ლარი ერგო, ხოლო Cyber.GG ამჯერად 500 ლარით დაკმაყოფილდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე სრულიად დამსახურებულად გახდა tist, რომელმაც საჩუქრად მექანიკური კლავიატურა (HyperX Alloy FPS Pro) მიიღო.

Boot Camp-მა უმოკლეს დროში მოიპოვა ქართველი 'გეიმერების' აღიარება და ორგანიზატორებს წინ საკმაოდ საინტერესო გეგმები და მიზნები აქვს. როგორ ისინი ამბობენ, მხოლოდ ლოკალურ ასპარეზზე შეჩერებას არ აპირებენ და აქტიურად მუშაობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაზე. უკვე ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც Boot Camp-ს და საქართველოს საზღვარგარეთ გამართულ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე წარადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები