Thumbnail

გამარჯვება და კოპა დელ რეის საგზური - შერმადინმა ესტუდიანტესს 13 ქულა ჩაუგდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უნიკახა 82:76 ესტუდიანტესი
  • გიორგი შერმადინი: 13 ქულა, 5 მოხსნა

ესპანეთის ჩემპიონატის (ACB) მე-16 ტურში გიორგი შერმადინის უნიკახამ ესტუდიანტესს უმასპინძლა და 82:76 მოუგო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:21 წუთი გაატარა და მეტოქის კალათში 13 ქულა ჩააგდო (6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო). მის ანგარიშზეა 5 მოხსნა და 2 პასი. მასზე მეტი გუნდში მხოლოდ დიასმა ჩააგდო (14 ქულა). 

შერმადინის პასი

ყველაზე მთავარი ამ გამარჯვებაში ისაა, რომ გუნდმა Copa del Rey-ზე თამაშის უფლება მოიპოვა. 
უნიკახა 16-დან 11 მოგებით მე-4 ადგილზეა. ამდენივე გამარჯვება აქვთ მეორე-მესამე ადგილზე მყოფ ბასკონიასა და რეალსაც, თუმცა ამ გუნდებს ერთით ნაკლები თამაში აქვთ გამართული. ACB ლიგას კი ბარსელონა ლიდერობს. 20 იანვარს შერმადინი და კომპანია ობრადოიროს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები