Thumbnail
  • კრისტიან სტუანიმ აკრობატულ სტილში დაარტყა
  • ეს ურუგვაელის მე-12 გოლია ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩში ჟირონასა და ალავესს შორის, კატალონიური გუნდის ურუგვაელმა გოლეადორმა კრისტიან სტუანიმ სუპერგოლი გაიტანა.

მე-12 წუთზე სტუანიმ სტუმართა საჯარიმოში ბურთი ერთი ფეხით მაღლა აიგდო და მეორეთი აკრობატულ ნახტომში დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც პირველ ტაიმში ერთადერთი აღმოჩნდა. ეს სტუანის მე-12 გოლი იყო ლა ლიგაში, ურუგვაელი მხოლოდ ლიონელ მესის (16 გოლი) ჩამორჩება ბომბარდირთა დავაში, თანამემამულე ლუის სუარესს კი გაუთანაბრდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები