Thumbnail
  • ბრაიტონი 0:1 ლივერპული
  • მოჰამედ სალაჰის მე-17 გოლი სეზონში

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში ბრაიტონმა ლიდერ ლივერპულს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი პენალტით მოჰამედ სალაჰმა გაიტანა. ლივერპულს 57 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. იურგენ კლოპის გუნდი მანჩესტერ სიტის 7 ქულით უსწრებს, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდი ორშაბათს ვულვზს ეთამაშება და ჩამორჩენის შემცირება შეუძლია.

ეს იყო წლის პირველი გამარჯვება ლივერპულისთვის - 2019 წელი იურგენ კლოპის გუნდისთვის ცუდად დაიწყო - 3 იანვარს პრემიერლიგაში სიტისთან 1:2 წააგო, შემდეგ 7-ში ასოციაციის თასზე ასეთივე ანგარიშით ვულვზთან დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.  

0:1 სალაჰი (50-პენ)

მოჰამედ სალაჰი მარჯვნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ის აკრძალული ხერხით შეაჩერეს. პენალტი თავად ეგვიპტელმა გაიტანა, რომელიც ახლახან აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დააჯილდოვეს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ 1991 წლიდან მოყოლებული, ლივერპულმა ბრაიტონს ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოუგო.

⚽ კრის ჰიუტონის გუნდმა ამ სეზონში პირველად მოახერხა შინ გოლის გატანა.

⚽ სამაგიეროდ გრძელდება ლივერპულის სერია - 22-ვე ტურში შეძლო ამ სეზონში გოლის გატანა. 

⚽ სალაჰმა სეზონში მე-17 გოლი გაიტანა.

ბრაიტონი 0:1 ლივერპული

გოლი: 0:1 სალაჰი (50-პენ)

ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვან დეიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი - შაჩირი (72. მილნერი), ფირმინო, მანე (90. ნ. კეიტა) - სალაჰი (94. ორიგი) 

სხვა მატჩები

ვესტ ჰემი 1:0 არსენალი

ბარნლი 2:1 ფულემი

კარდიფი 0:0 ჰადერსფილდი

კრ. პალასი 1:2 უოტფორდი

ლესტერი 1:2 საუთჰემპტონი

კომენტარები

ბოლო ამბები