Thumbnail

განადგურებული იტალიელები! ლოკომოტივმა ფიამე ოროს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლოკომოტივი 47:10 ფიამე ორო
  • თბილისურმა გუნდმა იტალიელებს 6 ლელო დაუდო 

თბილისის ლოკომოტივმა კონტინენტის ფარზე ბოლო მატჩი გამართა. თბილისელებმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე იტალიურ ფიამე ოროს უმასპინძლეს და მეტოქე 37 ქულით, 47:10 გაანადგურეს.

ლოკომოტივი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და იტალიურ კლუბს 6 ლელო დაუდო. ბექა წიკლაურმა 6-დან 4 გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც 2 ჯარიმაც და ერთი არეკნიც მიუმატა. წიკლაურმა სულ 27 ქულა დააგროვა - 'ბორჯღალოსანმა' იტალიელებს 2 ლელოც დაუდო.

წიკალურმა ფიამე ოროსთან 27 ქულა დააგროვა

ლოკომოტივმა მატჩი ბონუს ქულით მოიგო და ახლა ჯგუფს უკვე 14 ქულით ლიდერობს. ქართული გუნდის ბედი ერთ კვირაში გაირკვევა, როდესაც რომში ფიამე ორო კალვიზანოს შეხვდება.

ლელოები: გაგა არაბული, გიორგი შკინინი, ბექა წიკალური (2), ზურაბ ძნელაძე, ზვიად მაისურაძე

ლოკომოტივი V ფიამე ორო - მატჩის საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები