Thumbnail

რუსულმა გუნდმა კამაზით მაყურებელს გადაუარა... და გზა გააგრძელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პერუში გამართულ რალი-მარათონი დაკარის მეხუთე ეტაპზე ინციდენტი მოხდა 
  • რუსული გუნდის სატვირთო ავტომობილმა ერთ-ერთ მაყურებელს გადაუარა
  • დაშავებული გულშემატკივარი საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს

რალი-მარათონი "დაკარის" მეხუთე ეტაპზე, რომელიც პერუში გაიმართა, რბოლის მონაწილე "კამაზმა" ბორბლების ქვეშ ერთ-ერთი მაყურებელი მოიყოლა. ინციდენტი 279-ე კმ-ზე მოხდა და მისი ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდა, რუსული გუნდის "კამაზ-მასტერის" ეკიპაჟი კი, რომელსაც ანდრეი კარგინოვი ხელმძღვანლობდა, დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

რამდენიმე მაყურებელმა, რბოლაზე უკეთ დაკვირვებისთვის, უსაფრთხო ზონა დატოვა და ტრასას მიუახლოვდა, მაგრამ როდესაც რუსული გუნდის სატვირთო გამოჩნდა, გზიდან გაცლა ყველამ ვერ მოასწრო. ერთ-ერთი მამაკაცი "კამაზის" ბორბლებში აღმოჩნდა. დაზარალებული, რომელსაც ბარძაყის ძვალი გაუტყდა, საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს.

#Dakar2019 Un ciudadano de 60 años, natural de Sudáfrica, resultó con una fractura de fémur. Fue atropellado por el piloto ruso Andrey Karginov, con el camión 518. El accidente ocurrió en el kilómetro 279. La organización a cargo del rali Dakar emitió un comunicado respecto al hecho. Precisó que el hombre de 60 años fue auxiliado y trasladado a un hospital de Arequipa. El accidente fue captado por otro espectador. El video se extendió en las redes sociales. Debido a que el piloto no asistió a la persona herida, el jurado de comisarios del Dakar decidió excluirlo de la competencia.

Posted by Mundo Tuerca Automovilismo on პარასკევი, 11 იანვარი, 2019

"კამაზის" გუნდის დასჯის მიზეზი ის გახდა, რომ ეკიპაჟმა დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენაზე არც იზრუნა და გზა გააგრძელა, თუმცა, გუნდის ხელმძღვანელის ვლადიმირ ჩაგინის თქმით, სატვირთოს მძღოლისთვის ეპიზოდი შეუმჩნეველი იყო, რადგან აღმართზე ადიოდა და კაბინიდან მხოლოდ ცას და მთების ზედა ნაწილს ხედავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები