Thumbnail
  • 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კატალონიურ გუნდში ბედნიერი არაა
  • ფეხბურთელი ამ ზამთარს მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა 

ბარსელონა ბრაზილიელ ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს 140 მილიონ ფუნტად (დაახლოებით 157 მილიონი ევრო) შეელევა. ამის შესახებ Mirror იუწყება, რომლის ცნობით, კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე და კაპიტანი ლიონელ მესი კოუტინიოს ფორმით არცთუ კმაყოფილები არიან.

როგორც ირკვევა, 26 წლის ფეხბურთელით, რომელიც ბარსელონაში გადასვლამდე ლივერპულის ღირსებას იცავდა, ამჟამად სხვა ინგლისური კლუბი - მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული. ბარსელონა მზადაა, ინგლისელებისგან კონტკრეტული შეთავაზება განიხილოს. 

mundo deportivo-ს ინფორმაციით, "წითელმა ეშმაკებმა" მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს ფეხბურთელის აგენტთან და მათთვის კოუტინიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მთავარი სამიზნეა.

კოუტინიო კატალონიაში თავს ბედნიერად არ გრძნობს

გავრცელებული ხმების თანახმად, ნახევარმცველი უკმაყოფილოა სათამაშო პრაქტიკის არქონით და გუნდის დატოვებაზე ფიქრობს. კლუბში უკვე გაიმართა შეხვედრა, სადაც კოუტინიოს თავის წარმოჩენა და უფრო შედეგიანად ათამაშება მოთხოვეს.

"როდესაც დემბელეს არ ვათამაშებდი, ყველა მასზე მეკითხებოდა. ახლა ის თამაშობს, კოუტინიო კი - არა და ყველაფერი პირიქითაა. ფეხბურთელებმა უნდა იმუშაონ, თუკი ვითარების შეცვლა სურთ. ის კმაყოფილი არაა, მაგრამ უნდა იბრძოლოს. კოუტინიო ჩვენთვის ღირებულია და ასე იქნება მომავალშიც", - თქვა ვალვერდემ ლევანტესთან წაგებული სათასო მატჩის (1:2) შემდეგ.

ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში ლივერპულიდან 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 2018 წლის იანვარში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და შეასრულა ერთი საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები