Thumbnail

Telekom Cup-ის პარალელურად FIFA 19-ის ტურნირი გაიმართება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • FIFA 19-ის ტურნირი დიუსელდორფში, Telecom Cup-ის პარალელურად გაიმართება
  • Deutche Telekom მხარს SK Gaming-ის League of Legends-ის გუნდს უჭერს
  • ტელეკომუნიკაციების კომპანიის წილს გერმანიის მთავრობა ფლობს

გერმანული ტელეკომუნიკაციების კომპანია Deutche Telekom ელექტრონულ სპორტში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო. კომპანია იანვრის მიწურულს FIFA 19-ის ტურნირის ორგანიზებას აპირებს.

ექსკლუზიურად PS4-ზე გამართული ტურნირი საფეხბურთო ეკვივალენტის, ტელეკომის თასის პარალელურად გაიმართება. ტურნირზე ოთხი გუნდი - მიუნხენის ბაიერნი, მიუნხენგლადბახის ბორუსია, დიუსელდორფის ფორტუნა და ბერლინის ჰერტა იღებენ მონაწილეობას. eSports ტურნირი Telecom Cup-ის ფინალის დროს, 13 იანვარს დასრულდება.
 

გერმანულ ფეხბურთს უკვე აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ბმა ელექტრონული სპორტის ინდუსტრიასთან. შექმნილია eBundesliga, რომელიც რეალური ბუნდესლიგის ვირტუალური ვერსიაა და მასში უმაღლესი დივიზიონის 19 კლუბია ჩართული. გარდა ამისა, ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბ შალკე 04-ს დიდი ხანია League of Legends-ის გუნდი ყავს და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.

eSports ტურნირი ფინალის ორი 'ონლაინ' საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებულს შორის შედგება. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება გერმანიაში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ.

Deutche Telekom-ის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰირო კიშიმ განაცხადა, რომ ელექტრონული სპორტი 'სწრაფი ტემპით იძენს პოპულარობას' და კომპანიის ამ ინდუსტრიით დაინტერესება გასაკვირი არ არის. შარშან Telekom-მა წამყვან ევროპულ eSports ორგანიზაციასთან, SK Gaming-თან ძვირადღირებული სასპონსორო ხელშეკრულება დადო.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ Deutche Telekom  T-Mobile-ის მშობელი კომპანიაა, რომელიც, თავის მხრივ, Overwatch League-ს გუნდის, Houston Outlaws-ის მფლობელია და წარსულში ისეთ ორგანიზაციებს ასპონსორებდა, როგორებიც Team SoloMid და Cloud9-ია.

კომენტარები

ბოლო ამბები