Thumbnail

ბითაძის პირველი გამარჯვება ევროლიგაზე - ქართველი ცენტრის 4 ბლოკი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბუდუჩნოსტი 75:74 დარუშაფაკა
  • გოგა ბითაძის: 11 ქულა, 4 მოხსნა, 4 დაფარება

ადრიატიკის ლიგაზე პირველი გამარჯვების შემდეგ, გოგა ბითაძემ ბუდუჩნოსტის რიგებში პირველი გამარჯვება ევროლიგაზეც იზეიმა - მონტენეგროს კლუბმა რეგულარული სეზონის მე-18 ტურში აუტსაიდერ დარუშაფაკას 75:74 მოუგო. 

ქართველი ცენტრი სასტარტოში არ იყო, მან 26:31 წუთში 11 ქულა ჩააგდო. მან 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 4-დან 3 ჩააგდო, მანვე 1 სამქულიანი ააცილა. 

ბითაძემ მატჩის წინ ზედიზედ 9 სამქულიანი ჩააგდო

ბითაძემ 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს. 4 ბლოკი კი არა მარტო მატჩში ტურშიც ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგია. ბოლო მეოთხედში ქართველის ანგარიშზე სამი ბლოკია. 

გოგა ბითაძემ ევროლიგის 4 მატჩში 13 ბლოკი მიითვალა (3.3 საშუალოდ). 

შედარებისთვის: ევროლიგაზე საუკეთესო შედეგი აქვს ტავარესს (1.83 საშუალოდ). 

ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო, რაც ბუდუჩნოსტში მეორე შედეგია ედვინ ჯექსონის (22) შემდეგ.

ნორის კოული (ბუდუჩნოსტი): "Big G (გოგა ბითაძე) ფარს აკონტროლებდა". 

ბუდუჩნოსტი 18-დან 4 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბუდუჩნოსტი მადრიდის რეალს მასპინძლობს. ეს თამაში 18 იანვარს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები