Thumbnail

ლუკა დონჩიჩის საფეხბურთო გემოვნება - მადრიდელები წლის გუნდში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უეფას გამოკითხვაში NBA-ს ვარსკვლავებმაც მიიღეს მონაწილეობა
  • ლუკა დონჩიჩმა, ლარი ნენსმა და ჯონ კოლინზმა არჩევანი გააკეთეს

ლუკა დონჩიჩი, ლარი ნენს უმცროსი და ჯონ კოლინზი კალათბურთის ვარსკვლავები არიან და NBA-ში თამაშობენ, მაგრამ თავისუფალ დროს ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებსაც ადევნებენ თვალს. მათ უეფას წლის გუნდის შესარჩევ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და თავიანთი წლის გუნდები შეადგინეს.

ლუკა დონჩიჩი NBA-ში შესანიშნავ სეზონს ატარებს

როგორც იცით, წლის გუნდს გულშემატკივრები უეფას ვებ-გვერდზე ირჩევენ. საერთო ჯამში, გამოკითხვაში უკვე თითქმის ორმა მილიონმა ქომაგმა მიიღო მონაწილეობა - მათ შორის, NBA-ს ხსენებულმა ვარსკვლავებმაც.

როგორც იცით, დონჩიჩი NBA-ში ამ სეზონიდან თამაშობს და დალასის რიგებში შესანიშნავად ასპარეზობს. მანამდე, სლოვენიელმა რეალ მადრიდში 4 წელი გაატარა, რაც მის საფეხბურთო არჩევანსაც აშკარად ეტყობა: დონჩიჩმა უეფა წლის გუნდში რეალის 6 ფეხბურთელი შეიყვანა - მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, ტონი კროოსი, ისკო და ლუკა მოდრიჩი. სხვათა შორის, ლუკას გუნდში მადრიდის ატლეტიკოს ორი მოთამაშეცაა - იან ობლაკი და დიეგო გოდინი. კრიშტიანო რონალდოს სახით, რომელიც ზაფხულში რეალიდან იუვენტუსში გადავიდა, დონჩიჩის გუნდში მეცხრე ისეთი ფეხბურთელია, შარშან ასევე მადრიდში რომ თამაშობდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ფეხბურთელს, რომლებიც დალასის ვარსკვლავმა აირჩია - ესენი არიან პოლ პოგბა და ნეიმარი.

რაც შეეხება ლარი ნენსისა (ატლანტა) და ჯონ კოლინზის (კლივლენდი) არჩეულ გუნდებს - ისინი მადრიდელებს ნაკლებად წყალობენ, მაგრამ იან ობლაკი ორივემ შეარჩია. საინტერესოა, რომ ბევრისთვის მოულოდნელად, გუნდში ორივე მათგანმა აირჩია ნაპოლის მცველის კალიდუ კულიბალი...

კომენტარები

ბოლო ამბები