Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა მალტა გაანადგურა და ჯგუფის ლიდერია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების ჯგუფში მალტა, აზერბაიჯანი და კვიპროსი ასპარეზობენ
  • მეორე შეხვედრაში კვიპროსმა აზერბაიჯანს 25:17 მოუგო 

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა და მასპინძელი მალტა გამანადგურებელი ანგარიშით, 48:21 დაამარცხა.  ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეხვედრა ქართველი ხელბურთელების კოლოსალური უპირატესობით წარიმართა.

ჯორჯე რაშიჩის გუნდმა პირველ ტაიმში 29:9 სძლია მეტოქეს, მეორე ნახევარში კი ტემპი შედარებით დააგდო, რაც დიდი უპირატესობიდან გამომდინარე, მოსალოდნელიც იყო. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 27-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა მეტოქე, რაც ხელბურთში ძალიან იშვიათი მოვლენაა!

მალტა 21:48 საქართველო 

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - ცხოვრებაძე 11-გოლი, კბილაშვილი 7, ჭანტურია 7, აბრამიშვილი 6, ორჯონიკიძე 4, ,დიხამინჯია 4, გოგოლაძე 3, წითელიშვილი 2, იმნაძე 2, არსენაშვილი 2, ჩიქოვანი, მაისურაძე, დათუკაშვილი, მსხვილიძე. 

მალტის გარდა, საქართველოს ნაკრები ჯგუფში კვიპროსთან და აზერბაიჯანთან ერთად მოხვდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში როგორც მოსალოდნელი იყო, კვიპროსმა აზერბაიჯანი დაამარცხა, 25:17. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი მალტაში გამგზავრებამდე ამბობდა, რომ მისი გუნდის ერთადერთი რეალური კონკურენტი სწორედ კვიპროსის ნაკრებია. პირველი ტურის შემდეგ, ჯგუფის სათავეში სწორედ ეს ორი გუნდია. აქვე ვთქვათ, რომ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 32 ნაკრები მონაწილეობს, ტურნირზე კი 20 გუნდი გავა.

მალტა 21:48 საქართველო

Georgia Vs Malta

Posted by European Handball Qualifiers Malta 2019 on პარასკევი, 11 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები