Thumbnail

ჩხუბი სპორტის სასახლეში - კობლიაშვილის და დათუნაშვილის ფინალს არეულობა მოჰყვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • მეორე დღეს სკანდალური დასასრული ჰქონდა

თბილისის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება. მეორე დღის ფინალურ ბლოკში მოჭიდავეებმა 7 წონით კატეგორიაში იასპარეზეს, დღეს კი სკანდალური დასასრული ჰქონდა.

ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა და გულშემატკივართა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
ფოტოები: POPSPORT.COM

87 გკ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის ბოლოს, მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მისცა და ისიც ერთი ქულით დაწინაურდა.

ფოტოები: POPSPORT.COM

ამას ჯერ დათუნაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, შემდეგ კი ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა და გულშემატკივართა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შესაბამისად, ორთაბრძოლა არ დასრულებულა. გამარჯვება კობლიაშვილს მიენიჭა და ოქროს მედალი მან მოიპოვა.

ფოტოები: POPSPORT.COM

📺 კობლიაშვილის და დათუნაშვილის ჩაშლილი ფინალი

კომენტარები

ბოლო ამბები