Thumbnail

2018 წლის სიმბოლური ნაკრები - უეფამ გულშემატკივრების გამოკითხვა დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე 2018 წლის სიმბოლური გამოაქვეყნა
  • გულშემატკივრების გამოკითხვაში 1,8 მილიონზე მეტი ხმა დაფიქსირდა 
  • მადრიდის რეალის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი აქაც რჩეულია

უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე 2018 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შედგა. წლის სიმბოლური გუნდის გამოსავლენად ხმისმიცემა უეფას ოფიციალურ საიტზე დეკემბრიდან მიმდინარეობდა და მასში 1,8 ხმა დაფიქსირდა.

გასული წლის საუკეთესოთა შორის დასახელდა "ოქროს ბურთის" მფლობელი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო (გამოკითხულთა 69%) მის გარდა, მადრიდის რეალიდან სიმბოლურში კიდევ სამი ფეხბურთელი მოხვდა: სერხიო რამოსი (49,7%), რაფაელ ვარანი (44,9%) და მარსელო (61,1%). 

შედეგად, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი "სამეფო კლუბი" უეფას 2018 წლის გუნდში ყველაზე მეტი - 4 მოთამაშითაა წარმოდგენილი. პლუს, სიმბოლურ ნაკრებშია კრიშტიანო რონალდოც, რომელიც მადრიდის რეალიდან ზაფხულში ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა.

რონალდომ გამოკითხვაში ხმების 64,3% მიიღო და მცირედით აჯობა ლიონელ მესის, რომელიც სიმბოლურ გუნდში გამოკითხულთა 63.7%-მა შეიყვანა.

32 წლის ხორვატისთვის 2018 ზეწარმატებული წელიწადი იყო

2018 წლის სიმბოლური ნაკრები (4-3-3)

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) - სერხიო რამოსი (რეალი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), რაფაელ ვარანი, მარსელო - ლუკა მოდრიჩი (ყველა რეალი), ნ’გოლო კანტე, ედენ აზარი (ორივე ჩელსი) - კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი).

კომენტარები

ბოლო ამბები