Thumbnail

ტრანსფერი | დავით ვოლკოვი საბურთალოდან გაბალაში გადავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაბალამ საბურთალოს შემტევი დაიმატა
  • ქართველი ფეხბურთელი აზერბაიჯანულ კლუბში ერთი წლით ითამაშებს

საბურთალოს შემტევი დავით ვოლკოვი კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი გაბალას ღირსებას დაიცავს. ვოლკოვმა აზერბაიჯანულ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან საბურთალოს საჩემპიონო სეზონში 28 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა.

საბურთალოს გარდა, ვოლკოვი სიონის, თბილისის დინამოსა და გაგრას ღირსებას იცავდა. ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მეორე უცხოურ კლუბია - 2017 წელს მან სერბულ ზემუნში ერთი ტაიმი ითამაშა და გოლიც გაიტანა.

ვოლკოვი მეოთხე ქართველია, რომელიც აზერბაიჯანში ითამაშებს. თამაზ ცეცხლაძე უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ხოლო მეორე ლიგაში გაგა მურცხვალაძე და ნუგზარ კვირტია ასპარეზობენ. გაბალას 14 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. ვოლკოვის გუნდი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.

Xoşgəldin ! Welcome Davit 👑💪🏼👏🇦🇿

Posted by QƏBƏLƏ FC on პარასკევი, 11 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები