Thumbnail
  • ბრივი 36:26 ბიარიცი
  • ოთარ გიორგაძემ მე-5 წუთზე ლელო დადო და 10 წუთში გააძევეს 

PRO D2-ის მე-17 ტურში ოთარ გიორგაძისა და ვასილ ლობჟანიძის ბრივმა ვახტან ახობაძის ბიარიცს უმასპინძლა და მეტოქეს 10 ქულით, 36:26 მოუგო. გიორგაძემ და ლობჟანიძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. რაც შეეხება ახობაძეს, ის მინდორზე 50-ე წუთზე გამოჩნდა.

ოთარ გიორგაძემ შეხვედრის მე-5 წუთზე პირველი ლელო დადო. ზუსტად 10 წუთში კი მსაჯმა მას უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ ბრივს დარჩენილ დროში ერთი კაცით ნაკლები ჰყავდა, მასპინძლებმა თამაშის მოგება მაინც შეძლეს და საჭირო ქულები მოიპოვეს. ბრივი TOP 14-ში დაბრუნებისთვის იბრძვის და 16-გუნდიან ცხრილში 48 ქულით მე-3 ადგილზეა. ბიარიცი 37 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. ქართველმა მორაგბემ ბიარიცს ლელო პირველ წრეშიც დაუდო.

ოთარ გიორგაძემ სეზონში მესამე ლელო დადო.

View this post on Instagram

#otar #giorgadze #brive #biarritz #prod2

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

კომენტარები

ბოლო ამბები