Thumbnail

ჭიდაობა | ფინალისტები კიდევ 7 წონაში გამოვლინდნენ, მათ შორისაა გენო პეტრიაშვილი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სპორტის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • ტურნირი 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. მეორე დღეს, კიდევ 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ფინალისტები როგორც თავისუფალ, ისე ბერძნულ-რომაულ სტილში. როგორც მოსალოდნელი იყო, თავისუფალი სტილით ჭიდაობის მძიმე წონაში ფინალის საგზური მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში როლანდ ანდრიაძეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 12 იანვარს, 17:00 საათიდან დაიწყება…

თავისუფალი ჭიდაობა

61 კგ.

ბექა ლომთაძე (ქუთაისი) - თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)

70 კგ.

გ. ავალიანი (სამტრედია) - მირზა სხულუხია (ქუთაისი)

125 კგ.

გენო პეტრიაშვილი (გორი) - როლანდ ანდრიაძე (ხონი)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

60 კგ.

გიზო მელაძე (აჭარა) - რამაზ სურმანიძე (აჭარა)

72 კგ.

რამაზ ზოიძე (აჭარა) - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)

97 კგ.

გიორგი მელია (სამტრედია) - მათე სოფაძე (ბაღდადი)

130 კგ.

იაკობ ქაჯაია (წყალტყბო) - ლევან არაბული (თბილისი)

კომენტარები

ბოლო ამბები