Thumbnail
  • ტორპედომ რიჩარდ ლუკა მექსიკური კლუბიდან გადაიბირა
  • ბრაზილიელი ქუთაისურ გუნდში 1-წლიანი იჯარით გადავიდა

ქუთაისის ტორპედო განაგრძობს გაძლიერებას. იმერული გუნდის ღირსებას 21 წლის შემტევი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა დაიცავს. შეთანხმება ტორპედოსა და მექსიკურ ტიგრეს შორის შედგა, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი ფეხბურთელი ქართულ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადავიდა.

2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური გოიასის ღირსებას იცავდა, საიდანაც სანტოსის 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. შემდეგ, ბრაზილიელი მექსიკურ ტიგრესში გადაბარგდა. ლუკა ტორპედოსთან ერთად ვარჯიშს 12 იანვრიდან შეუდგება.

კომენტარები

ბოლო ამბები