Thumbnail

არნაუტოვიჩმა ტრანსფერი მოითხოვა და ვესტ ჰემიდან უცნაური მიზეზით მიდის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვესტ ჰემი ამბობს, რომ ფეხბურთელი არ იყიდება 
  • არნაუტოვიჩს ჩინეთიდან აქვს წინადადება და კლუბს გათავისუფლებას თხოვს

მარკო არნაუტოვიჩს სურს, რომ კლუბი 35 მილიონიან წინადადებას დათანხმდეს, რომელსაც ჩინეთის სუპერლიგის გუნდი ვესტ ჰემს სთავაზობს, კლუბის დასახელება ჯერ-ჯერობით უცნობია.

არნაუტოვიჩი, ვესტ ჰემმა 2017 წელს 20 მილიონად სტოკ სიტიდან შეიძინა "კლუბმა მარკო ხურდაში იყიდა..." ამბობს მისი ძმა და ასევე აგენტი დანიელ არნაუტოვიჩი "სადაც ერთ სეზონში კლუბის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ტრანსფერი გახდა."

"ახლა ვესტ ჰემს შესანიშნავი წინადადება აქვს, რითიც მარკოს თითქმის ორმაგ თანხას გადაუხდიან. წავა ახალ ბაზარზე, სადაც თასების მოგებას შეეცდება - აი ეს სურს მას. იმედი გვაქვს, ვესტ ჰემი ჩინური კლუბის წინდადებას დათანხმდება."

"მარკოს აქვს მოქმედი კონტრაქტი და დიდი იმედი გვაქვს პატივს სცემს თავის საქმეს" განაცხადა მანუელ პელეგრინიმ. როგორც ამბობენ, წინადადება შანხაი სიპიჯიდან მოდის, სადაც არნაუტოვიჩს 4 წლიან კონტრაქტში 40 მილიონს გადაუხდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები