Thumbnail

ვატიკანში სპორტული კლუბი შეიქმნა, რომელიც ოლიმპიადას უმიზნებს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვატიკანის სპორტული კლუბი იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა
  • მღვდლები, მონაზონები და 62 წლის ბიბლიოთეკის თანამშრომელი წევრებს შორის არიან

ვატიკანმა სპორტული კლუბი შექმნა, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას- ოლიმპიადის ჩათვლით. ამის ნება კლუბს იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა დართო...

კლუბი დაახლოვებით 60 წევრს მოითვლის - შვეიცარული გვარდიის წევრები, მღვდლები, მონაზონები, ფარმაცევტები და ვატიკანის ბიბლიოთეკის 62 წლის თანამშრომლები კლუბის აკრედიტირებული წევრები არიან.

"ჩვენი ოცნებაა, ჩვენი დროშა ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, მსოფლიოს სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ვნახოთ" ამბობს ხოსე სანჩეს დე როკა ალმეიდა - ვატიკანის მინისტრი სპორტისა და კულტურის საკითხებში.

იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ ვატიკანის გუნდის შესახებ იხურმა "ყველაფერს ნუ მოიგებთ..." ამბობდა მალაგო, რომელმაც ჯუჯა სახელმწიფოს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნება დართო.

კომენტარები

ბოლო ამბები