Thumbnail

საუკეთესო სინქრონული სიმულაცია - ბარსას ფეხბურთელებს ოსკარი ეკუთვნით!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნახე, რა მოიმოქმედეს სილესენმა და ბუსკეტსმა ლევანტესთან სათასო მატჩში
  • ბარსელონას მეკარემ და ნახევარმცველმა მოედანზე მართლა სპექტაკლი დადგეს

ესპანეთის თასის ⅛-ფინალის პირველ მატჩში ბარსელონამ სტუმრად ვალენსიაში ლევანტესთან წააგო (1:2), ეს თამაში კი ალბათ გულშემატკივრებს არამხოლოდ ფავორიტის მარცხით, კატალონიელი ფეხბურთელების არნახული სიმულაციითაც დაამახსოვრდებათ.

ეპიზოდის გმირები იასპერ სილესენი და სერხიო ბუსკეტსი პირველი ტაიმის მიწურულს გახდნენ. კუთხურიდან ბარსელონას საჯარიმოში ჩაწოდების დროს, სტუმართა მეკარე და ნახევარმცველი ერთად ცდილობდნენ ლევანტეს მცველის ჩემას "დაკეტვას", მაგრამ მოულოდნელად, დენდარტყმულებივით, სინქრონულად გაგორდნენ გაზონზე და ძლიერის ტკივილის იმიტირება დაიწყეს. 

არადა, ვიდეოდან ისე ჩანს, რომ მასპინძელთა ფეხბურთელს სილესენისა და ბუსკეტსისგან გასათავისუფლებლად განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. 

ამ შემთხვევის გამო ინტერნეტში ხუმრობენ, რომ კატალონიურმა თეატრმა სილესენისა და ბუსკეტსის სახით ორი უდიდესი მსახიობი დაკარგა, ზოგიერთები კი ეპიზოდის "გმირების" "ოსკარით" დაჯილდოებას მოითხოვენ, წლის საუკეთესო სინქრონული სიმულაციისთვის.

ბარსელონასა და ლევანტეს საპასუხო ⅛-ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 18 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები