Thumbnail

ანდრეა პირლოს და ევროპაბეთის კლიპის კომენტარები მშვენიერი წასაკითხია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

'ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის' - ევროპაბეთის და ანდრეა პირლოს ერთობლივი კამპანიაა!  ახალი საკომუნიკაციო პლატფორმისთვის გადაღებულ კლიპში, რომელიც დღეს ევროპაბეთის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა, იტალიური ფეხბურთის ლეგენდასთან ერთად ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანი ზუკა რურუა მონაწილეობენ.

კამპანიის მთავარი მესიჯი EURO 2012-ზე ინგლისის ნაკრების კარში 'პანენკას' სტილში დარტყმული პენალტიდან მომდინარეობს. ამ სარისკო გადაწყვეტილებით მაესტრომ მაშინ წყვილის გამარჯვებულის ბედი დიდწილად გადაწყვიტა, როგორც მოგვიანებით არაერთხელ თქვა, ამ ქმედებით უდიდესი სიამოვნება მიიღო და მთავარი მიზანიც ეს იყო.

'მოგებას იმსახურებ მაშინ, როდესაც თამაშისგან სიამოვნებას იღებ' - ანდრეა პირლო

ვარსკვლავური შემადგენლობის გარდა, კლიპი დღეს დილიდან ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მიზეზის გამო მოექცა: ვიდეოს კომენტარებს პირლო თავად პასუხობდა! 

📺 ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის - კლიპი

პირლო რომ გიპასუხებს კომენტარზე 😍😱😘❤️💕 europebet ბრავო 💕

Posted by Kett Keta on პარასკევი, 11 იანვარი, 2019

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი) ანდრეა პირლოსთან მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, რთული და კომპლექსური იყო გადაღებების პროცესიც. პროექტზე კომპანია WINDFOR'S-თან და Metro Production-თან ერთად ვიმუშავეთ, მოწვეული გვყავდა ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიეც, რომელსაც მანამდე ისეთ დიდ სპორტსმენებთან ჰქონდა ნამუშევარი, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან. ასეთი შემადგენლობით შექმნილი პროდუქტისგან მოლოდინი განსაკუთრებულად მაღალი იყო და ვფიქრობ, მოლოდინი გამართლდა. დღეს დილიდან ძალიან კარგ გამოხმაურებებს ვისმენთ და ეს გვახარებს.

ლეგენდარულ იტალიელთან თანამშრომლობის დაწყებით ევროპაბეთმა დიდ და საინტერესო ამბებს ჩაუყარა საფუძველი. ჩვენს მომხმარებლებს, გულშემატკივრებს, ბევრ საინტერესოს ვპირდებით. ანდრეა პირლო ევროპაბეთის სახე და ბრენდ ამბასადორი 2019 წლის განმავლობაში იქნება, ეს კლიპი მხოლოდ დასაწყისია.

📸 თამარ ყულუმბეგაშვილი

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

 

კომენტარები

ბოლო ამბები