Thumbnail

ზამთრის თასი | ივან კამპო, ხოსე ამავისკა და სხვები ლეგენდების ტურნირზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 13 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლეგენდების ტურნირია
  • ტურნირში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას

13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირი გაიმართება. ტურნირში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ორ 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი: საქართველო, ფიფა, თურქეთი
ბ ჯგუფი: უეფა, ესპანეთი, უკრაინა

უკვე გაგაცანით საქართველოს ნაკრების და ფიფას გუნდის შემადგენლობა, ქვემოთ კი დარჩენილი 4 გუნდის განაცხადს გაგაცნობთ…

უეფას გუნდი

მილენკო აჩიმოვიჩი, ჟან-ფრანსის დომერგი, იოან ლუპესკუ, ნოელ მუნი, ოლივიე დოლია, იოზეფ ზაჰორსკი, იანიკ რაბუ, ჯასტინ ნანგმო, ნაჯიბ ელ ომარი, კრისტიან კარბონელი, ერიკ ბოატენგი, კევინ ლამური.

უკრაინის ნაკრები

ოლეჰ სობუცკი, ვოლოდიმირ პავლენკო, დმიტრო შაპოვალი, კოსტანტინ ბერეჟნი, ანდრო მაიოროვი, ვალენტინ გრუზდიევი, სერგი ნაგორნიაკი, ბოგდან შერშუნი, ვოლოდიმირ ბონდარენკო, ვიტალი რევა, ანდრო დონეცი, სერგი ნაზარენკო, ედუარდ ციხმეისტრუკი, ვასილ რაცი, იური მაკსიმოვი, ანდრი ვორობიევი, ვიტალი მანძიუკი, იჰორ ციჰანიუკი.

ესპანეთის ნაკრები

ხუან სანჩესი, ივან კამპო, ხოსე ამავისკა, პედრო კონტრერასი, ლუის მილა, რობერტო ფერნანდესი, ვიქტორ სანჩესი, კატანია, ხუან კარლოს მორენო, ვისენტე ენგონგა.

თურქეთის ნაკრები

ნევრუზ შერიფი, ნეჯდეთ ერგუნი, თუნგაი სენერჯი, მუსტაფა გიულენი, ჰუსეინ შიმჩეგი, ჯინან ჰასპოლათლი, ომერ ერდოღანი, მეჰმეთ ილმაზი, ერსოი უჩთუ, ჰასან ქაბზე, ვოლქან არსლანი, კუბილაი ერელი, ევრენ ნური თურჰანი, ფარუქ ათალაი, ჯელალ გოქჰანი, სერჰათ ჩიჩექი, ომერ ჰაჩისალიჰოღლუ. 

კომენტარები

ბოლო ამბები