Thumbnail

ზამთრის თასი | ფიფას გუნდის შემადგენლობა ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 13 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლეგენდების ტურნირია
  • ტურნირში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას

13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირი გაიმართება. ტურნირში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მათ შორისაა ფიფას გუნდი, რომელიც ჯგუფში საქართველოს და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მეორე ჯგუფში ესპანეთის, უკრაინის და უეფას გუნდები იასპარეზებენ.

ფიფას გუნდი 2019 წლის ზამთრის თასზე 10-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს:

სტიპე პლეტიკოსა (ხორვატია), მარკო მატერაცი (იტალია), ნუნუ გომეში (პორტუგალია), ჯერემი ნჯიტაპი (კამერუნი), დარიო შიმიჩი (ხორვატია), ვლადიმირ შმიცერი (ჩეხეთი), პატრიკ ბერგერი (ჩეხეთი), ივიცა ოლიჩი (ხორვატია), პიერ ვებო (კამერუნი), ივან კლასნიჩი (ხორვატია).

კომენტარები

ბოლო ამბები